უკრაინელი ბაშვების ოკუპანტების მიერ რუსეთში წაყვანასთან დაკავშირებით გამახსენდა კავკასიის მთავრმმართებლის ალექსი ერომოლოვის მიერ რუსეთის იმპერატორისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც ერმოლოვი ყვება როგორ ჩაახშო გურიაში 1819-20 წლების აჯანყება. წერილში ერმოლოვი უთითებს, რომ მან გურული აჯანყებულთა ბავშვები წაიყვანა ობოლთა განყოფილებაში, რუსულ წესსზე გასაზრდელად. აქვე განმარტავს, რომ ეს საუკეთესო საშუალება იყო გურულების შემდგომი მორჩილებისათვის – “შეიძლება სისატიკედ მოგეჩვენოთ, რომ აჯანყებულთა მცირეწლოვანი შვილები მე წამოვიყვანე სამხედრო-ობოლთა განყოფილებაში, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მათი სამომავლო მორჩილებისათვის“.
.
ერმოლოვის 1820 წლის მაისის წერილი: „აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი იქნა გენერალი ველიამინოვი, რომელიც ჯარებთან ერთად ქუთაისში შევიდა 25 აპრილს. იმერეთში აჯანყების გამკლავების შემდეგ ივნისის დასასრულში გურიის აჯანყებაც ლიკვიდრებული იქნა. ციხესიმაგრე სადაც პუზირევსკი მოკლეს დანგრეული იქნა, ხოლო პირადად მკვლელი სასტიკად იქნა დასჯილი“.
.
„საქართველო რომელიც რამდენჯერმე იყო ვერაგი ღალატის მაგალითი და რა თქმა უნდა მხარს უჭერდა ამ დანაშაულს ყურადღებით აკვირდებოდა მღელვარების წარმატებებს. ასე რომ იმერეთსა და გურიაში მაგალითი მინდოდა მეჩვენებინა მთელი აქაური ქვეყნისათვის. შეიძლება სისატიკედ მოგეჩვენოთ, რომ აჯანყებულთა მცირეწლოვანი შვილები მე წამოვიყვანე სამხედრო-ობოლთა განყოფილებაში, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მათი სამომავლო მორჩილებისათვის“.
.
ფოტო – გურული ბავშვი 1909 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა