პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ უკვე დროა სერიოზული დისკუსია გაიხსნას ე. წ. “ექვსთა პლატფორმის” თაობაზე.
“ალბათ, უკვე დროა სერიოზული დისკუსია გაიხსნას ე.წ. “ექვსთა პლატფორმის” თაობაზე, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ძირითადი მოთამაშეები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს რეგიონალური ეკონომიკური სისტემების განვითარების თვალსაზრისით, შექმნილი მოცემულობა საქართველოსთვის დაკავშირებულია სერიოზულ საფრთხეებთან.
ერთის მხრივ, თითქოს წარმოუდგენელია რუსეთთან ერთად ჩვენი მოაზრება რაიმე ტიპის სისტემაში, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ, ვერ გამოვრიცხავთ 1783 წლის სცენარის განმეორებას…
ბიძინამაც ხელები დაიბანა…” – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად შეწყდა, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს, პროცესის მედიატორი კი რუსეთის პრეზიდენტის იყო. შეთანხმების შედეგად რუსეთმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2000 ჯარისკაცი შეიყვანა.