პარტია “კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეკრანს ვუყურებ, მოკლედ რაა….როცა “ პოლიტიკანების “ რუსულ პოლიტიკას სჭირდება, სააკაშვილი -სომეხია,მოგვიანებით ანუ ახლა, როცა ასევე რუსულ პოლიტიკას სჭირდება ამ “სომეხმა სააკაშვილმა” აზერბაიჯანს აჩუქა ტერიტორია ერთი ლუსტრაციის კანონი რა გახდა ( რბილად , ფაქიზად მოახდინა ლუსტრირება ბალტიის ქვეყნებმა ჩინოვნიკებისა , ვინც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა წლების მანძილზე საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და დაისვენეს რააა)ერთდროულად ხომ ვერ იქნება ეს მიშა სააკაშვილი სომეხიც და აზერბაიჯანელიც, “ქართველ” ნოღაიდელს ვეკითხები?!”-წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ,ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ექსპრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენება მისცა.