საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც მთავრობის უარისა და იმპიჩმენტის მუქარის მიუხედავად, ევროპული საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, ევროპული ტურნე დაიწყო, მიესალმება:
“ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო.
ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის” წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
“ქართული ოცნება” კი პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს და მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ევროტურის ფარგლებში, ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.