“ნაცმოძრაობაში” რასაც პიარს ეძახიან, თაღლითობა ჰქვია ამ ყველაფერს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვაქცინასთან დაკავშირებით. მდინარაძის შეფასებით, “მიხეილ სააკაშვილს პიარი დიდი ხანია უკვე თაღლითობაში გადაეზარდა”.
„არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ „ასტრაზენეკასგან“ ან „ფაიზერისგან“ კონკრეტულ რაოდენობაზე ჩამოსვლის ინფორმაცია რომ მიიღოს, იტყვის ამ ციფრს და შემდეგ ნიკა გვარამია დაუდასტურებს, რომ გილოცავთ ქართველო ხალხო, ვიშოვეთ ვაქცინა და ამ დროს მთელი სახელმწიფო გადართულია ამ ვაქცინაციის გეგმაზე, არასერიოზულია ყველაფერი, რასაც ეს კაცი აკეთებს. პიარი უკვე თაღლითობაში გადაეზარდა კაი ხანია თან, ახალი ამბავი არაა“, – განაცხადა მდინარაძემ.