“ჩვენს მიერ დაწესებული არც ერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ხედვას საქართველოზე”, – ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი სახდეპში გამართულ ბრიფინგზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე.
მე არ მინდა რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით…
არ მგონია, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო ვერსიაზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და ჩვენს მიერ დაწესებული არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ამ ხედვას”, – ამბობს მილერი.