მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმებას Facebook-ზე პოსტით ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ, 11:00 საათზე კონსერვატორიასთან შეიკრიბონ.
“ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10) ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ“, – წერს გიორგი გიგაშვილი.