უკრაინა და მსოფლიო – ამ წუთებში = ბაირახტარის ქარხანა კიევში

კონგრესში მომავალი კვირიდან დაიწყება თეთრი სახლის მოთხოვნის – უკრაინისადმი დამატებითი დახმარების, მათ შორის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ

უკრაინა მზადაა მომავალი წლის ბიუჯეტში იარაღის წარმოებაში მილიარდ ნახევარი აშშ დოლარი ჩადოს

ფრანგული იარაღის მწაემოებელი ჰოლდინგი KNDS უკრაინას დამატებით 6 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს გადასცემს და საკუტარ თავზე აიღებს მის მომსახურებას

ჩეხეთი უკრაინას თავდასხმითი შაშხანების წარმოებაზე ლიცენზიას გადასცემს

თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მფლობელმა ჰაიუკ ბაირახტარმა, კიევში განაცხადა, რომ მისი კომპანია უკრაინაში მისი კომპანიის უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობისათვის 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს-აღნიშნული ქარხანა წელიწადნახევარში აშენდება და მასში 300 ადამიანი იმუშავებს

ბორელის განცხადებით დღემდე ევროკავშირმა 27 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გადაამზადა

დღეიდან უკრაინაში პირველად ომის დაწყებიდან უკრაინული ჯარების გაწვრთნას ბრიტანელი სამხედროები შეუდგებიან

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, ციმერმანმა მოუწოდა საკუთარ ქვეყანას სასწრაფოდ გადასცენ უკრაინას ფრთოსანი რაკეტები. მისივე სიტყვებით, ეს რაკეტები ხელს შეუწყობენ რუსული ლოჯისტიკური ცენტრების განადგურებას, იქვე დაამატა რომ ამ ფრთოსანი რაკეტებით ასევე შესაძლებელია ტერორისტული რუსეთის საზღვრებში დარტყმების განხორციელებაც

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share