“აგრესიული კომფორმისტები” მზად არიან ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპონ”

ექსპერტი გია ხუხაშვილი კარტოგრაფების განთავისუფლების საქმეს სოციალური ქსელით ეხმაურება:
“როდესაც ახლა საზოგადოების ნაწილი მელაშვილის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას ატრიალებს და ამით ჯიუტად ამტკიცებს მის “მოღალატეობას”, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლა არ ესმით რა მოხდა, არამედ:
ეს არის იმ “აგრესიული კონფორმიზმის” გამოვლინება, როდესაც არ გინდა აღიარება რომ ვიღაცამ თავის დროზე “სასარგებლო ბრიყვად” გამოგიყენა, იძალადა შენს ცნობიერებაზე და “ცხვრის” არჩევანი გაგაკეთებინა. გინდა გჯეროდეს, რომ ისევ ჭკვიანი, პრინციპული , ლამაზი ხარ და ამ საამური შეგრძნების შენარჩუნებისთვის მზად ხარ ორი ხანშიშესული კი არა, ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო უსამართლოდ…”-წერს ხუხაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share