„მთლიანი ეს პროცესი არის ავტორიტარიზმის შექმნის პროცესი, ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად ზურაბიშვილის გაშვება მოხერხდება“, – ეს განცხადება არჩილ გამზარდიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
გამზარდიას შეფასებით, კობახიძეა იმპიჩმენტის პროცესში პირადად ჩართული და ბოლომდე მიყვანას შეეცდება. ანალიტიკოსის თქმით, ძალაუფლების სრული თავმოყრა ხდება იმპიჩმენტის პროცესით “ოცნების” ხელში.
ჩვენი პარლამენტის წევრებზე, მათ შორის, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილზე მაინც და მაინც მაღალი აზრის არ ვარ.
ამ პროცესში პერსონალურად კობახიძეა ჩართული, თუ აქ კობახიძე არ მოიგებს, მაშინ რაღაცაში დამარცხდება. თუ ეს არ არის კობახიძის სასარგებლო პროცესი, მაშინ მის წინააღმდეგ არის, შედარებით ქვედა დონეზე, ვიდრე ბიძინა არის. მთლიანი ეს პროცესი არის ავტორიტარიზმის შექმნის პროცესი – მისი ნაწილი იყო მარტის მოვლენები, მისი ნაწილია ახლაც.იმდენად ძლიერია “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს, რომ მისი დამარცხების პერსპექტივა დღევანდელი მოცემულობით, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრით ფანტაზიის სფეროა,” – ამბობს გამზარდია.