“აუცილებლად დავიცავ” – გიორგი კეკელიძე ტარიელ კალანდაძის შესახებ

ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლი დირექტორის, ტარიელ კალანდაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება:

“ოზურგეთის # 4 სკოლის დირექტორი, როგორც გავიგე, აწ უკვე ყოფილი, ტარიელ კალანდაძე – სოფელ ნატანებიდან ფეხით დადიოდა ქალაქამდე – ქარში და წვიმაში, თოვლში და უბედურებაში, საკუთარი სახლიდან მოჰქონდა მცირედი და მოსწავლეებს უნაწილებდა. ეს სკოლა, რეალურად, საკუთარი სახელით და გაქანებით, ნოვაციურობით და მოსწავლეებისადმი უკიდურესად ჰუმანური დამოკიდებულებებით ტარიელის შექმნილია იმ პედაგოგებთან ერთად, ვინც ახლა მისი გაშვების წინააღმდეგია. ოფიციალური მიზეზი ეგ არის – თურმე გასაუბრება ვერ გაიარა. რას ესაუბრნენ ის მოსაუბრეები ამისთანას იმ სკოლაზე, რომლის ყველა კენჭის ამბავი ზეპირად იცის, ვერ მოგახსენებთ. ტარიელი, პოლიტიკურად აქტიური კაცი არ არის და რომც იყოს, ვისი რა საქმეა? არავის. მე მას ვიცნობ, კარგად არ, მაგრამ იმდენად კი, რომ ეთქვა – დამიცავიო. სიტყვა არ დასცდენია. სხვისგან გავიგე. აუცილებლად დავიცავ. აუცილებლად.” – წერს ფეისბუქ გვერდზე გიორგი კეკელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share