ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას დაესწრო.
მელიას განცხადებით, რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ და აღნიშნავს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ცვლილებისა და პოლიტიკური დევნის დასრულებისათვის.
”დღეს, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას დავესწარი;
საქართველოში არ უნდა არსებობდნენ პოლიტპატიმრები, პოლიტიკური პატიმრობის დასრულების ერთადერთი გზა არის რეჟიმის ცვლილება.
არ უნდა გვქონდეს რეჟიმისგან მოლოდინი, რომ ის რეჟიმის ტყვეს გაათავისუფლებს; არსებობს ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა, შეიძლება გრძელი გზა, მაგრამ ერთადერთი გზა, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს – ეს ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიული წყობით ჩანაცვლებაა და არა მისი დემოკრატიზაციის მცდელობა….
პოლიტიკური დევნის საკითხი, არ არის შიდაპარტიული საკითხი, სადაც არ უნდა ვიყო და რომელი პლათფორმიდანაც არ უნდა გავაგრძელო ბრძოლა, ვიბრძოლებ რეჟიმის ცვლილებისა და პოლიტიკური დევნის დასრულებისათვის….
ყოველთვის ვუსწორებდი თვალს რეალობას, სასურველი შესაძლებლად არასოდეს წარმომიდგენია, არც მომხრეთათვის და არც ტყვეობაში მყოფი ადამიანისათვის.
რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, პრინციპულობით, მორალური უპირატესობის მუდმივი დემონსტრირებით, სწორი მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ”. – წერს ნიკა მელია.