+27 გრადუსი – 29 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

29 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, მცირე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონში მოვიდეს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით  +27 გრადუსი იქნება.

ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით , +24 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტია, ბახმარო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +26 გრადუსი დაფიქსირდება.

საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +26 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +19 გრადუსი დაფიქსირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share