“როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში”! -ამბობს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი და რევოლუციის აუცილებლობაზე საუბრობს, მით უფრო იმ პირობებში, როცა ხალხი არის მშიერი და შეურაცხყოფილი-“რევოლუციას ნუ დავარქმევთ. დავარქათ კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება. არ დავანგრიოთ სახელმწიფო ინსტიტუციები. ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას მივუჩინოთ ადგილი. რას ქვია სიტყვა “რევოლუციის” მეშინია? აბა ბატონებო, წარმთვევი, ბანდიტი, ყაჩაღი ხელისუფლება სადამდე? როდესაც სახელმწიფოში ადამიანები პურს ითხოვენ, როცა ტრანსპორტი არ არის, ჯანდაცვაში თოჯინა გვყავს, ადამიანები არიან უპატრონოდ, როდესაც ყაჩაღები არიან სათავეში, არის ერთპარტიული სისტემა, არის ოლიგარქი, აბა რა გზა რჩება? კონსტიტუციით მონიჭებული ჯანყის უფლება. ოღონდ კულტურულად, თავზე არაფერი არ უნდა ჩამოვიმხოთ. არასოდეს არ ვსაუბრობ უკანონოდ, თუ კი გააგრძელებს ხალხის ჩაგვრას ყაჩაღი ხელისუფლება, დაარღვევს კონსტიტუციას, წამართმევს ყველაფერს, გავრილოვი შემოყავს, მერე აწინაურებს იმ ადამიანებს, ვინც თვალებს თხრის ჩვენს შვილებს, აბა რა უნდა ვქნათ? ჩვენ წესით მადლობა უნდა გვითხრას ხელისუფლებამ, რადგან ვიქცევით ძალიან პატიოსნად, უარი ვთქვით ყველაფერზე. გვაქვს ჩვენი პრინციპები. ახლა მაინც თუ სხვაგვარად მოიქცევიან, მაშინ იმას გავაკეთებთ ჩვენ, რისი მაგალითებიც არსებობს მსოფლიოში”.-განაცხადა ჩარკვიანმა გადაცემა “პოლიტ მეტრში”.