ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჩოჩხათის საჯარო სკოლის, 57 წლის, ფიზკულტურის მასწავლებელი, ამავე სკოლის მერვე კლასელ გოგონაზე სექსუალურად სხვადასხვა ქმედებების მცდელობის გამო, პოლიციამ დააკავა
მსხვერპლის დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოძალადე პედაგოგი სექსუალური შევიწროების შემდეგ, მის შვილს ემუქრებოდა, რომ მომხდარი არავისთვის ეთქვა
პოლიციამ ეჭვმიტანილი გუშინ დააკავა და მას ბრალად 138 მუხლი წარუდგინა
ეჭვმიტანილის ოჯახში მომხდარზე არ საუბრობენ და კომენტარზე უარს აცხადებენ
პედაგოგს, მისი მეზობელები კი დადებითად ახასიათებენ
57 წლის პედაგოგის, მერვეკლასელ მოსწავლეზე სექსუალური შევიწროების მცდელობის გამო, ჩოჩხათის სკოლის ადმინისტრაციაში გაკვირვებულები არიან
როგორც სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა კიკნაძე ჩვენთან საუბრობს, მოწსავლესთან ამ წუთებში ფსიქოლოგები მუშაობენ
ბავშვმა მომხდარის შესახებ თანაკლასელებს უთხრა, თანაკლასელებმა დირექტორს, დირექტორმა კი პოლიციას მიმართა
გამოძიებამ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები უკვე დაკითხვა
დაიკითხნენ ასევე მსხვერპლის მშობლები