წყარო-“თალაკვაძიანთა დინასტიის” დასასრული – ოზურგეთში “ძმები ჭანუყვაძეები” მოდიან

ოზურგეთში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები იგეგმება, როგორც არაოფიციალურ, ასევე ოფიციალურ დონეზე”

ამის შესახებ “გურიის მოამბეს”  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა, კომპეტენტურმა წყარომ აცნობა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, თბილისში უკმაყოფილებას ვერ მალავენ “ძმები თალაკვაძეების” (ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე-საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი-მისი ძმა არჩილ თალაკვაძე) როგორც რეიტინგის, ასევე გავლენების “მილევად რეჟიმში” (წყაროს სიტყვებია) ყოფნის გამო და სერიოზულად ფიქრობენ მათ ჩანაცვლებაზე.

“ძმები თალაკვაძეების მონაწილეობით კატასტროფული კორუფციული გარიგებები თბილისში იმდენად არ აღელვებთ, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მერი, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, საყოველთაოდ დასაცინი პერსონა გახდა” -ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად, შოთა ჭანუყვაძის დანიშვნა-დაბრუნება-ის ამ პოსტს “ნაციონალური მოზრაობის” დროს იკავებდა,

ხოლო მისი ძმა, მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც ამ დროისათვის გურიის სამაშველო დეპარტამენტის დირექტორია-ოზურგეთში “ქართული ოცნების” შტაბს ჩაიბარებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share