ბებურ ბებურიშვილი – ქალაქ ოზურგეთის 1908-1910 წლებში

ბებურ ბებურიშვილი
.
დაიბადა სოფელ ლიხაურში, იყო რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი, შემდეგში – მეწარმე, ფოლკლორისტი, მთარმგნელი, მწერალი, მსახიობი, თეატრალი. აგროვებდა, რუსულად თარგმნიდა და გამოსცემდა გურულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სიმღებს, სახალხო თამაშებსა და სხვადასხვა სახი ფოლკლორულ მასალას. 1884 და 1887 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა კრებული „ქართული ხალხური ზღაპრები“ წინასიტყვაობითურთ, 1889 თბილისში რუსულ ენაზე გამოიცა მისი „ქართული ხალხური ზღაპრები და თამაშობები“. იყო მეწარმე (ოზურგეთში ჰქონდა არყის სახდელი ქარხნები), იყო ადგილობრივი წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.
.
ყველგვარ ღონეს ხმარობდა ოურგეთში რეალური სასწავლებლის გახსნისათვის. 1909 წლის 23 აგვისტოს მისი თაოსნობით ქალაქ ოზურგეთის ბაღში მოეწყო ლატარია-ალეგრი, თავადვე 1 ქცევა მიწა შესწირა სასწავლებელს.
.
ბებურ ბებურიშვილი 1908-1910 წლებში იყო ქალაქ ოზურგეთის თავი, იგი გარდაიცვალა 1910 წელს. ჟურნალ „თაეტრი და ცხოვრება“-ში გამოქვენებულია მისი ნეკროლოგი, გთავაზობთ ფრაგმენტს – “შესწავლილი ჰქონდა კარგად გურული ზნე-ჩვეულება, გურული ჩონგური იცოდა, აფასებდა და ავრცელებდა გურულ სიმღერებს. შეაგროვა გურული ზღაპრები და გურული ხალხური თამაშობანი და რუსეთში გამოსცა რუსულ ენაზე. დიდი მოყვარული იყო თეატრისა, – მან გადააკეთა სასცენოდ აკაკის „ნათელა“”.
.
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share