“ევროპულ გზაზე უკან დახევა საქართველოს დამთავრებაა. ასე რომ – ჩვენ წინ მივდივართ!” – ზურაბიშვილი

“ევროპულ გზაზე უკან დახევა საქართველოს დამთავრებაა. ასე რომ – ჩვენ წინ მივდივართ!” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ხელოვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა.

შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს. აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით”, – ამბობს ზურაბიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share