ივანიშვილი ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება – პრეზიდენტი

“ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა,” – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც ივანიშვილის როლზე ისაუბრა.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ? – ამ კითხვაზე პასუხად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოლიგარქს სჯერა, რომ რუსეთი დაუმარცხებელია.

”ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც  ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა – სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის ,,წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share