“ყველაზე ლამაზი ქალები, გურული ციცებია”- გერმანელი მეცნიერი

ყველაზე ლამაზი ქალები – გურული ციცებია. გერმანელმა მეცნიერმა მორიც ვაგნერმა XIX საუკუნის პირველ ნახევარში იმოგზაურა შავისზღვისპირა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. აი, რას წერდა ის გურულების შესახებ: ,,…დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან”. შემდეგ ის აღწერს თუ როგორ შეხვდა ფოთის ციხის ზემოთ ღარიბი გურული მეთევზის ქალიშვილს. ,,თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს… გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share