ყველა რეგულაცია, რაც 31 ოქტომბერს ხმის მიცემის დროს უნდა ვიცოდეთ

პანდემიის პირობებში, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს, 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირმა საკუთარი პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა დააფიქსიროს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო დადგენილება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

 

არჩევნების დღეს, რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

 

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

 

რაც შეეხება ამომრჩეველს:

 

  • ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს არ ჩაუტარებენ

 

  • ამომრჩევლებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, რომლის მოხსნაც რამდენიმე წუთით, იდენტიფიცირებისას იქნება საჭირო. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

 

  • ამომრჩევლებს უბნებზე ინდივიდუალური კალმისტრები დახვდებათ, რომელიც გამოყენების შემდეგ, სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში უნდა მოათავსონ.

 

  • სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იყოს ორზე მეტი ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში დროებით შეჩერდება კენჭისყრის ოთახში სხვა ამომრჩევლის შესვლა.

 

  • ფარული კენჭისყრის კაბინები იქნება შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი დარჩება და გახსნილი მხარე მიმართული იქნება კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 62
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ
  • 58
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და, არ
  • 57
    რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას - დოკუმენტიოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. რა წერია დოკუმენტში:  1. პოლიტიკური პატიმრები  უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს 2. საპარლამენტო არჩევნები ვარიანტი 1. ახალი არჩევნების…
    Tags: უნდა, საარჩევნო, და
  • 55
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და