ოზურგეთელი დავით თენიეშვილი მკლავჭიდში ოქროს მედლის მფლობელი გახდა

16 – 17 მარტს ქ თბილისში მკლავჭიდში უფროს ასაკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა.
პირველობაზე წარმატებით იასპარეზა , აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა, დავით თენიეშვილმა და შინ ორივე მკლავში ოქროს მედალი წამოიღო.
დავითმა ამ გამარჯვებით ევროპის პირველობაზე საგზური მოიპოვა!
 მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურაბ ბურჭულაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share