“უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს… ამ ომიდან ის სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყნად გამოვა”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვნოს. რას ნიშნავს ეს? – ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და სამომავლო აგრესიის შეკავების უნარის მქონე ქვეყნად გამოვა, რომელსაც ძლიერი, დინამიური დემოკრატია და ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტები ექნება. ასევე მზარდი ეკონომიკა არამხოლოდ ტრადიციულ სფეროებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების დარგებშიც. სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და ამას აკეთებთ რუსეთის თავდასხმების ფონზეც”, – განაცხადა სალივანმა.