მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ათობით ათასი ხელმოწერა სალომე ზურაბიშვილის მაგიდაზეა – რას იზამს პრეზიდენტი

ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია – ახლა ჯერი უკვე სალომე ზურაბიშვილზეა. წავა თუ არა ქვეყნის მთავარსარდალი “ქართული ოცნების”  პოლიტიკური შურისძიების წინააღმდეგ და გაუხსნის თუ არა ციხის კარს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.

ხელმოწერების კამპანია დღეს წალენჯიხაში დაიწყო და ათონელის რეზიდენციაში დასრულდა. ავტომობილებით მსვლელობას შეუერთდა რამდენიმე ქალაქიც. ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელს აწერენ, ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია.2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ სააკაშვილი ციხეში იქნება– ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გზავნილი, რომლის ადრესატიც სალომე ზურაბიშვილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share