კობიაშვილი ევრო 2024-ზე: მალე გვეცოდინება, ბილეთები როგორ გაიცემა, რა პლატფორმებზე იქნება

”უეფასთან უკვე გვაქვს კომუნიკაცია დაწყებული და ახლო მომავალში გვეცოდინება. ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება. სავარაუდოდ, თვითონ უეფა აორგანიზებს და ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, თვითონ თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს თუ როგორც მოხდება. ამიტომ, დღეს მე გამიჭირდება კონკრეტულად რაღაც გითხრათ, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თამაშზე, როგორც ერთი გუნდის, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს თანაბრად უნაწილდებათ ბილეთები, რაღაც ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თვითონ უეფა იტოვებს თავიანთი პარტნიორებისთვის, სპონსორებისთვის, ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ, სადაც ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია.”-

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი რუსთავი ორის ეთერში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებ ბილეთებზე.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share