უცნაური პროკურორი, გაოგნებული მოსამართლე და ბრალდებულები – რომლებმაც ფაქტობრივად ყველაფერი აღიარეს – რისი აღიარებაც შესაძლებელი იყო
დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში-მოსამართლე თორნიკე კაპანაძე-პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვის მორიგი სასამართლო პროცესი შედგა.
გამოძიება, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვას, ლაშა და ჯიმშერ გიორგაძეებს, ალექსანდრე ძმანაშვილს და ზვიად რამიშვილს – მთავარი ოპოზიციური ძალის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ, დავით მჟავანაძეზე თავდასხმას ედავება.
შემთხვევა გასული წლის 3 სექტემბერს მოხდა.
სასამართლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დღეს სასამართლოში დაზარალებული – დავით მჟავანაძე დაიკითხა.
წინა სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულებმა, მას შემდეგ რაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძე, პროცესზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მოკვლევას აპირებდა, ბრალის ნაწილობრივი აღიარებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება უტყუარად სცნეს.
როგორც მაშინ ბრალდებულების ადვოკატმა ფუტკარაიამ განაცხადა, ბრალდებულები მხოლოდ ერთ ნაწილში არ ეთანხმებიან გამოძიებას, ჯგუფურ თავდასხმასა და ანგარიშსწორებაში:
“ეს ბიჭები ერთი უბნიდან არიან, შეესწრნენ ჩხუბს, იკამათეს და ჩაერივნენ-მორჩა, მეტი არაფერი მომხდარა” თქვა ფუტკარაიამ და მანვე მოსამართლისაგან მოითხოვა დაზარალებულის დაკითხვა.
ამ მოთხოვნას პროკურორი, ანუ მბრალდებელი ადეიშვილიც დაეთანხმა და დავით მჟავანაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა.
ბრალდებულები – ყველა მოწმის ჩვენებას ეთანხმებოდნენ დავით მჟავანაძის მიერ მიცემული ჩვენების გარდა.
თავიდანვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისათვის თავად მოსამართლეს ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს, სამაგიეროდ მჟავანაძეს პროკურორმა, რომელიც მის ინტერესებს უნდა იცავდეს რამდენიმე ათეული შეკითხვა დაუსვა და გააჩინა განცდა, რომ მისი სიმპათიები არა მჟავანაძის, არამედ ბრალდებულების მხარეს უფრო იხრებოდა.
პროკურორის შეკითხვები, რომელიც ჩვენი აღქმით არაფრის მომცემი, ზედაპირული, ხშირ შემთხვევაში გარკვეულ, უინტერესო დეტალებზე „ჩაციკვლით“ იმდენად არაადეკვატური იყო, რომ მოსამართლე იძულებული გახდა შეეხსენებინა მისთვის, რომ ეს ნაწილი უკვე გამოკვლეულია და ის უტყარადაა ცნობილი და ამ შეკითხვების მიზანი სასამართლოსთვის გაუგებარი იყო.
ამ შენიშვნის შემდეგ პროკურორმა, როგორც იქნა მჟავანაძის მისამართით შეკითხვები დაასრულა და საქმეში ბრალდებულები და მისი ადვოკატი ჩაერთვნენ:
ადვოკატი: „ბატონო დავით რატომ მაინცადამაინც თქვენ, სხვას რატომ არ დაესხნენ თავზე? რით ახსნით ამას“
მჟავანაძე: „პატივცემულო ეს შეკითხვა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს უნდა დაუსვათ, აბა რა გითხრათ, თუ გნებავთ ჩემს ვარაუდებს მოგახსენებთ“
ლაშა გიორგაძე: „მონებს რომ გვიძახოდი კაი იყო“?
მჟავანაძე: „მე დაგიძახეთ თქვენ მონა?“
ლაშა გიორგაძე: „არ დაგიძახია მარა იმ ფურცელზე ეწერა რომ არ გვაძლევდი“
დავით მჟავანაძემ სასამართლოს, ამ დროს, წარუდგინა ფლაერები, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიგებდნენ, სადაც მსგავსი არაფერი იყო. ფლაერი გადაეცა ლაშა გიორგაძესაც-ატრიალებს ხელში და ამბობს: „აი სხვაია მე სხვაი მითხრეს“
ალექსანდრე ძმანაშვილი დავით მჟავანაძეს: „ძამია მომისმინე, მაყურე აგერ, რომ გეუბნებოდით მოგვეცით მაი ხელში რო გაქო, არ ჯობდა მოგეცა და მერე გამოგეძახებია პოლიცია? მოვიდოდა პოლიცია და ეტყოდი წაგვართვაო და გადავრჩებოდით ამ დავიდარაბას“
ზვიად რამიშვილი: „შენ იგინებოდი, დედას გვაგინებდი და იმიზა მოგეპარე და ჩაგარტყი“
მოსამართლეს რამდენჯერმე მოუხდა სხდომის შეწყვეტა და მან ორ-ორჯერ, თანმიმდევრობით ჯერ ლაშა გიორგაძე, შემდეგ კი ზვიად რამიშვილი გააფრთხილა.
მოკლედ მას შემდეგ რაც ბრალდებულებმა დუმული შეწყვიტეს და სასამართლოსთან თანამშრომლობა დაიწყეს, მათ ბრალიც ნაწილობრივ აღიარეს.
ახლა სასამართლოს ერთადერთი რამ აქვს გასარკვევი, ოპოზიციის ფიზიკური ანგარიშსწორება შემთხვევით მოხდა და სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო თუ ის ხელისუფლების მხრიდან კარგად ორრგანიზებული სადამსჯელო ოპერაცია იყო.
ბრალდებულებმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოსამართლე დარწმუნებულიყო, რომ 3 სექტემბრის თავდასხმა, ეს ორგანიზებული, სადამსჯელო ოპერაცია იყო, საბრალდებო სკამზე მყოფი პიროვნებები კი უბრალოდ შემსრულებლები, რომელთა უკანაც მაღალი თანამდებობის პირები დგანან-მათ შორის ერთ ერთი პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე.
მომავალ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვაც შედგება და შესაძლოა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ამ საქმეზე განაჩენიც გამოცხადდეს.
გასული წლის 3 სექტემბერს, ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.
პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.
ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდებოდა, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმებოდა. მოგვიანებით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სკვერს “ვერავინ გაყიდის”
“ინცინდენტი გუშინ მოხდა, როცა პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძეს ზონდერები, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავს დაესხნენ დათოს და ჩვენს თანამოაზრეებს, ჩოხატაურში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად ამისა, პოლიცია არანაირ ქმედით ღონისძიების გატარებას არ აპირებდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ დთო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს ბათუმში მიემგზავრებოდა, დიდი ალბათობით სატელეფონო მოსმენების შედეგად, მაშინვე დაუკავშირდნენ და ეს გადაწყვეტილება აცნობეს’ – გვითხრა მომხდარის შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე გოგუაძემ.
‘არ ვენდობი პოლიციის ექსპერტზას, თუმცა მათთან ერთად გავიარ ყველა პროცედურას, მაგრამ დამოუკიდბელელ ქსპერტიზას და კვლევას მაინც ჩავიტარებ. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს თავის არეში, თავს დღესაც შეუძლოდ ვგრძნობ” – აცხადებდა მჟავანაძე.
ის ასევე კომენტარს, პოლიციის მიერ, მასზე ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავებაზე აკეთებდა:
“ეს მორიგი მასკარადი იქნება, ვითომ დააკავეს, შემდეგ გირაოთი გაანთავისუფლებენ, საქმე კი თაროზე შემოიდება, გირაოს ფულს კი ბიუჯეტიდან მოპარული სახსრებით, თავად შემკვეთი, ვასილ ჩიგოგიძე გადაიხდის” – აცხადებდა მჟავანაძე.