პარიზის ოლიმპიურ თამაშების სალიცენზიო ტურნირზე ოზურგეთელი ფალავანი იური ლომაძე იასპარეზებს!
მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე ასეთია :
60 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე
77 კგ – იური ლომაძე
87 კგ – გურამ ხეცურიანი
97 კგ – რობერტ კობლიაშვილი
130 კგ – სულხან ბუიძე
ბაქოში 5-8 აპრილს გასამართ ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ევროპელი მოჭიდავეები ჩაებმებიან. პარიზის საგზურს ფინალისტები მოიპოვებენ