პრორუსული დაჯგუფების ლიდერს, ზურა მახარაძეს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარედგინა – პროკურატურამ, მასთან ერთად, ბრალდება წაუყენა კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიასაც.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა”.
“მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერს პროკურატურა.