CPJ გამჭვირვალობის კანონზე: საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას, ღრმად შემაშფოთებელია

გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიცირებით “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” შეშფოთებულია. CPJ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლების გადაწყვეტილება სრულიად შეუთავსებელია ევროინტეგრაციაზე საქართველოს განაცხადთან.

“ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” რუსული კანონის შემოღებას წინასაარჩევნოდ უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედია საშუალებებს ანიჭებს იარლიყს  უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან  ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ…

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „საგარეო აგენტების“ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,” – აცხადებს CPJ-ის ევროპისა  და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share