“საქართველოს ხალხი შეუჩერებელია #April9. შემდეგი სადგური ევროპის კავშირი”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე X-ზე წერს.
ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი საქართველოში 9 აპრილს გამართულ თავისუფლების მარშსა და გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო პროევროპულ აქციას ეხმაურება.
თბილისში ჩატარებულ თავისუფლების მარშს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსიც გამოეხმაურა.
თბილისში, “თავისუფლების მარში” რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”.