გავრცელებული ინფორმაცია, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსების შესახებ არ დასტურდება.
“გურიის მოამბე” კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, საიდანაც გვაცნობეს, რომ მოქალაქე ვასილ ჩიგოგიძეს აღნიშნული კლინიკისათვის დღეს არ მიუმართავს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ოზურგეთის თეატრში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.
თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს ინფორმაცია, საბედნიეროდ, არ დადასტურდა.