“არა რუსულ კანონს” და ზედგენიძე ღურჯუმელიძის ოჯახური უცნაურობები

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში  დაინიცირებული, “რუსული კანონის”, პირველი მოსმენისას განვითარებულმა მოვლენებმა, “ქართული ოცნების” ადგილობრივი მაღალჩინოსნები და რიგითი მოხელეები, საგონებელში ჩააგდო.

ერთის მხრივ – კანონპროექტს ხალხი, ანუ ქართველი ერი უპირისპირდება, მეორეს მხრივ, მისი დაჩქარებული წესით მიღებას, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ითხოვს.

ჰოდა არსებული სიტუაციიდან, ბრწყინვალე გამოსავალი იპოვა ოზურგეთის ვიცე მერმა გიორგი ღურჯუმელიძემ და მისმა მეუღლემ, ოზურგეთის საკრებულოს მაღალჩინოსანმა, ნათია ზედგენიძემ.

გიორგი ღურჯუმელიძე “ქართული ოცნების” “სიძულვილის ენის” ფლაგმანის, დიმიტრი სამხარაძის პოსტებს იწონებს და იზიარებს, მისი მეუღლე-ნათია ზედგენიძე კი კანონის მოწინააღმდეგეების.

“რაიცი ვინ მეიგებს”

ისე, სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ორთავე -ცოლქმარი-“სამხარაძის მრევლია”, მაგრამ მდგომარეობა იმან გაართულა, რომ, ეს გოგონა, რომელსაც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეთა გუშინ გამართულ აქციაზე -ხელში ბანერი უჭირავს, ავსტრიაში მცხოვრები ოზურგეთელი სტუდენტი, მარიამ დარჩიაა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის (ნათიას “უმფროსის”) – დავით დარჩიას შვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share