საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ.”
ასევე დოკუმენტში ნახსენებია, რომ “სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა, რომ სააკაშვილის საქმეზე შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი არაადამიანური მოპყრობისთვის.”
მოხსენებაში ასევე წერია, რა ბრალდებებით გაასამართლეს მიხეილ სააკაშვილი. მათივე ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
“ქვეყანაში დაბრუნებამდე, 2021 წლის ოქტომბერში, სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის 2018 წელს პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანებისთვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და 2021 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მან უარყო ყველა ბრალდება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.” – აღნიშნულია სახდეპის ანგარიშში.