ლაზარესთან ერთად კიდევ ერთხელ ვეტყვით რუსულ კანონს არას! – პრეზიდენტ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისის მიერ საპატიმროს დატოვებას გლდანის მე-8 დაწესებულებასთან ელოდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქვეყანას დაჩქარებული წესით ევროპული ოჯახის ნაწილად გახდიან:
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ლაზარე რამდენიმე წუთში იქნება თავისუფალი. ელოდებიან ახალგაზრდები, ველოდებით ყველა ჩვენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ლაზარესთან ერთად ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით რუსულ კანონს და რუსულ ხელისუფლებას „არას“ და აუცილებლად, ჩვენ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოსთან ერთად და ჩვენ უამრავ ახალგაზრდასთან ერთად აუცილებლად ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილს, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.