ვინ არის ქართველი, რომელმაც 17-მილიონიანი იახტა შეუკვეთა?! – ის 36-მეტრიანი და 4-სართულიანია

საქართველოში ამ დროისთვის 21 იახტა არის გაყიდული – ამის შესახებ „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ძვირად ღირებული შეკვეთა 2023 წელს მიიღო და ის 2025 წლის მაისში უნდა ჩააბაროს.

„2023 წელს მივიღეთ ერთი ძალიან დიდი პროექტი, 36-მეტრიანი და 4-სართულიანი იახტა, რომელსაც 2025 წლის მაისში ვაბარებთ. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რაც გვქონია ჩვენი არსებობის განმავლობაში და ამ იახტის ღირებულება 17 მლნ დოლარია“ – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

„რამზეს იახტს“-ის დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს მათ 2 მცირე ზომის იახტა გაყიდეს.

“ჯამში, 2017 წლიდან 21 იახტა გვაქვს გაყიდული და ყველა დამკვეთი არის ქართველი”.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით, იახტების მოთხოვნაზე კლება შეინიშნება.

„ჩვენი ანალიზით კლება 20-25%-ს შეადგენს და მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტული ნაკადის კლებასთან“.

ცნობისათვის, კომპანია საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share