საქა­რთველო არის ევროპა და აღარასდროს უნდა დაბრუნდეს არც ერთ რუსულ ნარატივში – ნიაზ დიასამიძე

”სამწუხაროდ, დღესაც – 35 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს რუსეთსა და მის გავლენაზე ლაპარაკი” –  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ მომღერალი ნიაზ დიასამიძე ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

”სამწუხაროდ, დღესაც – 35 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს რუსეთსა და მის გავლენაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ბოლომდე არ მოსწყდება რუსულ გავლენას. რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა. ეს ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არიან დაბადებული, ბოლომდე აცნობიერებენ თავისუფლების ფასს და ვერც ხვდებიან, რატომ უნდა ისწრაფოდნენ რუსეთისკენ, საერთოდ რა დაგვრჩენია იქ?! საქართველოს­ გზა არის ევროპაში­, საქა­რთველო არის ევროპა და აღარასდროს უნდა დაბრუნდეს არც ერთ რუსულ ნარატივში! გვყავს­ ახალი, ბოლომდე თავისუფალი თაობა,­ რომელმაც სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსეთის მიმართ ეს ერთგვარად ნოსტალგიური“ განწყობა.

9 აპრილი თავისუფლებას და თავისუფლებისთვის თავგანწირვას ნიშნავს! მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროსპექტზე იყო 1989 წლის აპრილში. მადლობა მათ, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა თავი… რამდენი წელიც უნდა გავიდეს, საქართველოში არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე და მისი მნიშვნელობა.

დღევანდელ საქართველოს ერთიანობა სჭირდება და შეუძლია კიდეც – ეს ბოლო დღეებშიც ვნახეთ: “ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭ მიყრდნობილთ, ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა, ერთი ნაღველი და ერთი ფიქრი, ამ მოჩვენებამ აღუძრა მათა”… შოთას უთვალავი მარგალიტიდან კი ყველას გასაგონად გავიმეორებ: “რასაცა გასცემ შენია!” ამის გარეშე სპორტში არასდროს არაფერი გამოდის: როგორც დავიხარჯე, რამდენიც გავეცი, ზუსტად იმდენი მივიღე უკან!” – აცხადებს დიასამიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share