რატომ დაიბარეს ნიკა მელია პროკურატურაში და ემუქრება თუ არა ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური ძალიას ლლიდერს პატიმრობით? ამასთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
“მე გირაოს თანხას არ გადავიხდი. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგრამ როცა პროკურატურა შოთაზე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა, როცა პარლამენტში კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის. ჯიბეშია, მომიტევეთ მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არა მაქვს მივიღო მონაწილეობა ამ ფარსში. ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი ბრძოლა, მე ვარ მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე. კიდევ ერთხელ ვამბობ-არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ”-განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ერთ კვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პატიმრობით ემუქრებიან.

“2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული – ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა , რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით”-ნათქვამია განცხადებაში.