აბა თქვენ იცით! არ გაგვაწბილოთ!-ნიკა გვარამია ოპოზიციას მიმართავს

“მთავარი” არხის დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელით ოპოზიციას მიმართავს და წერს:

“ძვირფასო ოპოზიციავ, ჩვენ არ ველოდებით და არ მოვითხოვთ თქვენგან ასიათასიან მიტინგს (ყოველ, შემთხვევაში, ჯერ), არც ხელისუფლების მყისიერ გადაგდებას, ჩვენ გვინდა (და არა – მოვითხოვთ), რომ დაიწყოთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და არ იყოს ალეკო ელისაშვილის და თეა წულუკიანის ტექსტები მთავარი განხილვის საგანი. აი, ნაცმოძრაობის განახლება – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. აი, ბათუმში მუდმივი აქცია – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. აი, სირცხვილიას აქციები, თენატურიც და სპორადულიც – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. აი, მოძრაობა 2020ის კარვები პარლამენტთან – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. აი, გიორგი ვაშძის რეგიონებში სიარული – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. აი, ნიკა მელიას ბრიფინგი – არ გადავიხდი, დამიჭირეთ, – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. სწორედ ასე დასრულდება ქართული ოცნება, რომელიც ისედაც თვითგანადგურების რეჟიმშია. მერე ის ასიათასიანი მიტინგიც იქნება და ყველაფერი დანარჩენიც. აბა თქვენ იცით! არ გაგვაწბილოთ! სხვისი იმედი არც გვაქვს და ვერც გვექნება – ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და ცვლილებებსაც თქვენგან ველით! წარმატებებს გისურვებთ! ps „ოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ  რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე.”- წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share