პრემიერი კობახიძე ისევ “გლობალური ომის პარტიაზე” საუბრობს, თუმცა ისევ კონკრეტიკის გარეშე, თუმცა ამტკიცებს, რომ ამ “პარტიას” “სერიოზული გავლენა აქვს” აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალში შტატებიც და ევროპაც ამ “გავლენებისგან” გათავისუფლდება:
“გლობალურ ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით, 27 ქვეყნის მიერ. შესაბამისად , იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის, განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში. დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზეც აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ანუ, საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება როგორც აშშ, ისევე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან” – ამბობს კობახიძე.