მოძრაობა “სირცხვილია” დღეს დაგეგმილი აქციისთვის უკვე ემზადება. დაუმორჩილებლობის მარშით პროტესტის მონაწილეები – ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები – კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ კოვიდშეზღუდვებს და უარს ეტყვიან ე.წ.კომენდანტის საათს.
გარდა ამ აქციისა, რომელიც 20:00-ზე დაიწყება, მანამდე, შუადღის 2 საათზე, “სოციალური აფეთქების” ორგანიზებით მოქალაქეები “ლოქდაუნის” მოხსნას მოითხოვენ.
“იქნება ხმაურიანი, ფერადი და ხალხმრავალი მსვლელობა. ვითხოვთ გაუამრთლებელი რეგულაციების მოხსნას, კომენდანტის საათის გაუქმება”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.