”ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ”ქართული ოცნების” დეპუტატს განმარტებებს გამჭვირვალობის კანონის მხარდაჭერის გამო.
ვიდეომასალით ირკვევა რომ აქტივისტს, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, სავარუადოდ ბექა ოდიშარიას პირადი მცველი გაუსწორდა. ბექა პაპაშვილის თქმით მას ფიზიკურად გაუსწორდენენ და ტანსაცმელი შემოახიეს.