წყარო-ოზურგეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების უკან-ძირითადად-კრიმინალურ სამყაროსთან აფილირებული ხელისუფლების მხარდამჭერები და ზონდერ დაჯგუფებების ხელმძრვანელები დგანან.
როგორც რედაქციას, წყარო ოზურგეთის მერიიდან ატყობინებს, ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები ყველა იმ ჯგუფის დასაფინანსებლად, რომლებიც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის ძირითადი დასაყრდენები იქნებიან:
“როგორც დავპირდით საზოგადოებას, გურიანთა-ციხისფერდის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. განახლებული ხიდი დღეს საკრებულოს წევრებთან #ერთად დავათვალიერეთ
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა”
ნათქვამია ავთანდილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
თუმცა ოზურგეთის მერი არ საუბრობს, თუ რა დაუჯდა ბიუჯეტს ხიდის მშენებლობა, რამდენია აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხა და რამდენი ცენტრალური ბიუჯეტიდან.
ასევე არ არის საუბარი თუ რომელი კომპანია ახორციელებს ამ სამუშაოებს.
თალაკვაძის მიერ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზეგავრცელებულ ფოტომასალაში “ფზამშენი 18” ის მფლობელი თემურ ჯახვა ფიგურურებს.
აღსანიშნავია, რომ გურიანთის თემში, ორი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ ერთი მშენებლობის უკან კი ოზურგეთის ა(ა)იპ “სპორტის განვითარების ცენტრის” დირექტორი კობა ბალავინოვი დგას.
როგორც თალაკვაძესთან დაახლოებულმა წყარომ, “გურიის მოამბეს” აცნობა, ყველა მსგავსი მშენებლობის უკან ოზურგეტსი მოქმედი ‘ზონდერ დაჯგუფებების’ ხელმძღვანელები დგანან, რომლებიც ერთის მხრივ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან ფიქტიურად გაფორმებული, მეორეს მხრივ, ამით მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გარკვეული თანხების აკუმულირება მოახდინონ, რაც უნდა გახდეს ამ დაჯგუფებების ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
თავის მხრივ ა(ა)იპ “სპორტის განვითარების ცენტრის” დირექტორი, კობა ბალავინოვი, ერთ ერთ ასეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, ეს დაჯგუფება ძირითადად მოჭიდავეებისაგან შედგება და მათი მთავარი დანიშნულება, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ-ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინება და საჭიროების შემთხვევაში მათზე ფიზიკური ანგარიშსწორებაა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, იმ ხიდის მშენებლობიდან, რომელსაც ბალავინოვი კურირებს, ე.წ. “ატკატების” სახით, 160 ათასი ლარი “მოიხსნა”
ჩვენ დავუკავშირდით ბატონ კობა ბალავინოვს, რომელმაც ცვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
რედაქცია დაუკავშირდა ‘სპორტის განვიტარების ცენტრის” პრესსამსახურს, სადაც გაგვიმარტეს, რომ ბატონი კობა ქალაქგარეტაა და მას ვერ დაუკავშირდებიან.
‘გურიის მოამბემ” ინფორმაციის დაზუსტება ოზურგეთის მერიაში სცადა, თუმცა პრეს სამსახურის დაპირების მიუხედავად კომენტარი ამ დრომდე მერიის არცერთ მარალჩინოსანს არ გაუკეთებია.