გოჩა ჟღენტი ლანჩხუთის პოლიციას დაუბრუნდა – შსს რიგებიდან გაგდებული მაღალჩინოსნის დაბრუნების უკან ივანიშვილის ოჯახი დგას
როგორც რედაქციას ატყობინებენ თავის მხრივ ადიკო ივანიშვილმა – ჟღენტის დანიშვნით – კრიმინალური სამყაროს შეკვეთა შეასრულა
შსს რიგებიდან სკანდალურად გაგდებული მარალჩინოსანი გოჩა ჟღენტი უწყებაში ბრუნდება და პირველ ეტაპზე ის ლანჩხუთის პოლიციის სუფსის განყოფილების დეტექტივ გამომძიებელი იქნება.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ შსს ში დაუდასტურეს.
გოჩა ჟღენტი უწყებაში ამ დღეებში არადგინეს და ადგილობვრივების მტკიცებით, ამ აღდგენის უკან ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი დგას.
ჟღენტი, წლების წინ, ლანჩხუთის პოლიციის უფროსი იყო, ის ოზურგეთის პოლიციის უფროსად დაინიშნა, თუმცა შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის, კობა ცერცვაძის ბრძანებით, „პოლიციის მუნდირისათვის შეუფერებელი და უწყებისადმი ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო“ – ოზურგეთის პოლიციის უფროსობიდან, დანიშვნიდან მეხუთე დღეს გაანთავისუფლეს და სისტემიდანაც ე.წ. „მგლის ბილეთით“ გააგდეს.
ეს 2015 წელს, შსს გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილებით მოხდა, ოდნავ მოგვიანებით კი, მოულოდნელად, თანამდებობიდან შსს გურიის დეპარტამენტის დირექტორი, კობა ცერცვაძე გადააყენეს.
რაც შეეხება ჟღენტს, ის 2015 წლიდან დღემდე, ადიკო ივანიშვილის „თვალი და ყური“ იყო, საზოგადოება კი როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტს, ისე იცნობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ის შსს ში, ასევე ,აღალ თანამდებობებზე მუშაობდა და მისმა სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა – მაშინდელი ხელისუფლებისათვის არასასურველი პირების დაკავებისას „ნარკოტიკული ნივთიერებების და ე.წ „აბრეზების“ ჩადებასთან დაკავშირებით.
თავად ადიკო ივანიშვილი, გურიაში ქვიშა ხრეშის უკანონო მოპოვებასთან, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბამბუკების თუ ხეების შეძენისა და მინდვრების გატანაში ფიგურირებს და მისი ძირითადი შემოსავალი აქედან მოდის.
მაგალითად ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში, საკუთარი ხეივანისათვის ოზურგეთელებისაგან დიდი რაოდენობით ბამბუკის ხეებს ყიდულობდა, თუ ბიძინა ივანიშვილითითოეულ ბამბუკის ხეში, პირობითად, უშუალო მეპატრონისათვის, 20 ლარს გამოყოფდა, ამ 20 ლარიდან ადიკო ივანიშვილი, 6 ლარს იტოვებდა, თითქმის ამდენივე გადამზიდავები და უშუალოდ გლეხებამდე, რომლებიც ბამბუკის ხეებს ყიდდნენ 8 ლარი, ხშირ შემთხვევაში კი, უფრო ნაკლები მიდიოდა.
ასე ხდებოდა ყველა სხვა მიმართულებაზე, რომლის შეძენაზეც ივანიშვილები თანხებს გამოყოფდნენ.
ადიკო ივანიშვილის კორუფციულ გარიგებებზე ვრცელდებოდა ხმები სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული სატენდერო გარიგებებით, დასრულებული ბიზნესმენებზე გაცემული სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ სუფსის პოლიციის უფროსის თანამდებობა 6 თვე ვაკანტურია და ჟღენტი, დეტექტივ გამომძიებლად დანიშვნით, ფაქტობრივად უფროსის მოვალეობას ჯერ ფაქტიურად, ცოტა ხანში კი ოფიციალურადაც შეასრულებს,
ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, საპარლამენტო არჩევნებისათვის, ის ლანჩხუთის პოლიციის უფროსად დაინიშნება.
ქვემოთ გთავაზობთ აუდიოჩანაწერს, სადაც ფიგურირებს გოჩა ჟღენტის შვილი, რომელიც ლანჩხუთის პოლიციამ კანონის დარღვევის გამო დააკავა, ის კი პოლიციელებს „საქმეს“ „ქუჩურად“ ურჩევს და საუბარში ე.წ. „კანონიერ ქურდებსაც“ ახსენებს.
რატომ უნდა ეშინოდეს სუფსელებს ომფარეთლების