“ოცნების შეკრებაზე მისულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ წაგებული პარტიის წინ იდგნენ და ემოცია არ ჰქონდათ“- კახა ასკურავა

”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა მიჩნევს, რომ “ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ელექტრონული ტაში იმიტომ დასჭირდათ, რომ იქ მისულმა ხალხმა, კარგად იცოდა, წაგებული “ოცნების“ წინაშე რომ იდგენენ.

ასკურავას თქმით, მან, როგორც ყოფილმა ჩინოვნიკმა, კარგად იცის, რას ნიშნავს, წაგებულ მიტინგზე დგომა.

”შეხვედრაზე პირველი- მეორე რიგი იყო კმაყოფილი ადამიანები, მეორე – მესამე რიგმა კი, რომელიც ტაშსაც არ უკრავდა, ზუსტად იცოდა, რომ წაგებული “ქართული ოცნების“ და ივანიშვილის პარტიის წინ იდგნენ და ემოცია არ ჰქონდათ. სწორედ იმიტომ დასჭირდათ ელექტრონული ტაში, რომ არ შეიძლება იმ მიტინგზე იდგე, სადაც თავად არ გჯერა გამარჯვების და ენერგიულად იყო. მე ყოფილი ჩინოვნიკი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს წაგებულ მიტინგზე დგომა და სწორედ ეს დაინახა იმ მეორე და მესამე რიგმა. იმიტომ არ იყო განწყობა და ემოცია“,- განაცხადა ასკურავამ “რეაქციაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share