კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ოცნების“ საარჩევნი სიის წარდგენას გადარჩენისთვის ბოლო ამოსუნთქვას უწოდებს და ამბობს, რომ ამომრჩეველს არ აინტერესებს, ვინ მედალოსანია და ვინ სიმპატიური.
დოლიძემ “ოცნება“ ძველ ხეს შეადარა, რომელიც მისი თქმით, “უკვე გასასხლავია და უნდა შეიცვალოს.“
”ეს იყო “ოცნების“ გადარჩენის ბოლო ამოსუნთქვის პერსპექტივიდან მიღებული გადაწყვეტილება მათივე ამომრჩევლისთვის, რომელიც დარჩენილი ჰყავთ, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა შეხედოს, ხედავს თუ არა საქართველოს სოციალ-ეკონომიკური ევროპული გარღვევის სახეს. ვინ გაშვებულია, ვინ მედალოსანი, ვინ სიმპატიური, არავის აინტერესებს. ამომრჩეველმა უდნა დაინახოს სად არის სახე ქართველების კეთილდღეობის, ჩემი და ჩვენი შვილების მილანში სწავლის.
“ოცნება“ არის ძველი ხე, რომელიც არის გასასხლავი. აუცილებლად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რადგან ახლა არის ნიადაგი ახალი, ენერგიული, კომპეტენტური პოლიტიკოსების მოსვლის.
27 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავწეროთ რეფორმები პარლამენტში“, – განაცხადა ანა დოლიძემ “რეაქციაში“.
“ქართული ოცნებმ” 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ირაკლი კობახიძემ სიის პირველ ნომრად “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
ასევე სიაში მოხვდნენ ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.