საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის დაწესებულ სანქციებს “უმძიმეს რეპუტაციულ ზიანად” აფასებს.
ნინო ლომჯარია “პირველი ხაზის” ეთერში აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომები ქვეყნისა და საქართველოს მთავრობის იმიჯზე უარყოფითად აისახება.
”ამ კონკრეტულ ადამიანებზე აღარ ვსაუბრობ, უბრალოდ ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის უმძიმესი რეპუტაციული ზიანია. “მაგნიტსკის სიაში” მოხვედრა არის უმძიმესი გადაწყვეტილება ამ ქვეყნის იმიჯისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, რადგან ამ სიაში ხვდებიან გამორჩეულად მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული და პასუხისმგებელი პირები.
სიმბოლურია, ვინაიდან შტატებმა ერთდროულად, ერთ კონტექტსში, ერთი გადაწყვეტილებით დაასანქცირა მაღალი თანამდებობის პირები შს სამინისტროს და ასევე ორი პირი, რომლებიც საჯაროდ, ღიად წარმოაგდგენენ რუსულ ინტერესებს საქართველოში და აქვთ ღიად კავშირები რუსეთთან. რა თქმა უნდა, სიმბოლიზმიც იყო ამაში, რადგან ეს კონტექსტიც ამათთან დაკავშირებით არსებობს”, – ამბობს ლომჯარია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.