“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით… დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა. “მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!” 19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან. დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!”, – წერია ღონისძიების ანონსში.
***
”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.