დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, თუ უბარიერო პროპორციული სისტემაზე დარეგისტრირდება კანონპროექტი, რესპუბლიკელები მზად ვართ, კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ. ამავე პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რესპუბლიკელების ინიციატივა – მომავლის კენჭისყრა
უბარიერო სრული პროპორციული დაარეგისტრიროს ხელისუფლებამ. რესპუბლიკელი დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ხმის მისაცემად მხოლოდ ამ, მომავლის კენჭისყრაზე მივლენ და ოპოზიციური კოლეგების მხარდაჭერის იმედიც აქვთ.“
რესპუბლიკელების გაკეთებულ განცხადებს ოპოზიციური სექტრში გაურკვევლობა მოჰყვა. ხოლო ტელეკომპანია „მთავარი არხი“ გადაცემაში „დღის სტუმარი“-ს წამყვანის თეა ადეიშვილის დასმულ კითხვებს ხათუნა სამნიძისთვის კი დავით ბერძენიშვილის განაწყენება. რომელმაც ჟურნალისტს სოციალურ ქსელში სტატუსიც კი მიუძღვნა.
„რა სამწუხაროა, რომ ერთი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის პროპაგანდისტობა გამოსდის კარგ ჟურნალისტს…არადა, ჩვენიანია, მოვწონვართ რესპები.
რესპუბლიკელებს არ გვიჭირს ჩვენი პოზიციის დაცვა. ტონალობასაც შესაბამისს შევარჩევთ….“ – დაწერა დავით ბერძენიშვილმა facebook-ში.
ბერძენიშვილს კი „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უპასუხა.
ნიკა გვარამია: „ჩემი? თეა ადეიშვილთან ინტერვიუ ჩემო პროპაგანდაა და ვინმე ერთი პარტიის? არ გრცხვენია?
ღრმა უსინდისობა, ვერაგობა და უმადურობაა ეს და არ გამოვა ამ განცხადების უკომენტარობა, ძვირფასო რესპუბლიკურო პარტია.“
დავით ბერძენიშვილი: ხათუნას მიერ გაჟღერებული რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში რა არის სამარცხვინო?
ნიკა გვარამია: შენს სტატუსზე ვამბობ, დათო, რა ხათუნა, შენ ხო ჯანმრთელად ხარ?
დავით ბერძენიშვილი: სტატუსი განცხადებაა?
ნიკა გვარამია: ნუ ახლა შენ თუ თავის მოსულელების ხასიათზე ხარ, მანდ დარჩი.
დავით ბერძენიშვილი: შენ როდის გაქვს გადაცემა, თუ გინდა ვილაპარაკოთ ერთი ერთში, შენს ეთერში.