საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის თემა და ვაქცინაცია. სინოდის გადაწყვეტილება განჩინების სახით რამდენიმე საათში გამოქვეყნდება.
“რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხები, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო, ყველა გადაწყვეტილებას რაც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას. იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული. ეს ყველაფერი აისახება განჩინებაში”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.