საჯარო წყაროების მიხედვით, „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს.
პარლამენტის საიტზე შესაბამის გრაფა ცარიელია.
ამასთან, 2023 წელს ორგანიზაცია IDFI-მ პარლამენტს საჯარო წერილით მიმართა და დეპუტატის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ითხოვა. პარლამენტის მიერ ორგანიზაციის პასუხში წერია, რომ მიხეილ ყაველაშვილს არ წარუდგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, ისინი მათთან არ ინახება.
მანამდე, 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც მაშინ ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთის” დამფუძნებელი იყო, სასამართლოს მიმართა და და ის დებულება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მონაწილეობას ვერ იღებდა ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში. დებულების თანახმად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალდებული იყო, ჰქონოდა უმაღლესი განათლება.
ყაველაშვილი ამბობდა, რომ ეს არასამართლიანი დებულება იყო და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არსებობს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ან მაღალჩინოსანს, უმაღლესი განათლება არ აქვს.
“საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას”. – ამბობდა ყაველაშვილი 2015 წელს.
დღეს, 27 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
ყაველაშვილმა ბიძინა ივანიშვილმა „ნდობის მინიჭებისთვის” პირადად მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი „კონსტიტუციურ ჩარჩოში” დააბრუნოს.
publika.ge